ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

14 სექტემბერი 2016, 00:00 3103 ნახვა

ინტერენეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმავიას შსს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. საუბარია ინტერნეტში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ეხება.

ამავე კატეგორიაში