ქობულეთში ხანძრის შედეგად შვიდწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

28 დეკემბერი 2019, 17:33 4901 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში შვიდწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. გუშინ ღამით გაჩენილმა ხანძარმა რომანაძეების ხის საცხოვრებელი მთლიანად გაანადგურა. ოჯახის წევრებმა ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს. მათ ღამე ახლობლებთან გაათენეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ამბობენ რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროგაყვანილობა იყო.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, ხოლო  ოჯახს კომისიის შესწავლის შემდეგ შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში