ვატიკანის სახელმწიფო მდივანი გუგუტიანთკარსა და წეროვანის  დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

29 დეკემბერი 2019, 12:25 1229 ნახვა

გუგუტიანთკარსა და წეროვანის  დევნილთა დასახლებაში, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან ერთად იმყოფებოდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ადგილზე არსებული ვითარება და გამყოფი ხაზისპირა სოფლის საჭიროებები გააცნო.

დეტალურად ისაუბრა მავთულხლართების პირისპირ ცხოვრებით გამოწვეულ სირთულეებზე და ადამიანებზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომლებიც ამ უკანონო გადაწყვეტილებით ყოველდღიურად ზარალდებიან.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 4 სექტემბრიდან უკანონოდაა ჩაკეტილი და რამაც რეგიონში სრული ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში