ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა

29 დეკემბერი 2019, 15:30 1515 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენების მწვავე კრიტიკა, სანქციების შესაძლო დაწესება, პროპორციული არჩევნების ჩაგდების მიზეზები. ამ და სხვა აქტუალური საკითხებზე  კითხვებს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პასუხი არ გასცა.

ბიძინა ივანიშვილთან კითხვების დასმის მცდელობა ჟურნალისტებს ჯერ დარბაზის შესასვლელთან ჰქონდათ, შემდეგ კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გამოსასვლელთან, თუმცა მან ორივე შემთხვევის დროს კომენტარზე უარი განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი, სამეცნიერო ნაშრომის „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ პრეზენტაციას ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში