ცხინვალმა დღეიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

30 დეკემბერი 2019, 10:42 1863 ნახვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი ჩაიკეტა.

სააგენტო „რესის“ ცნობით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი სიტუაციის დაძაბვის გამო, სექტემბერშიც დაიხურა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში