ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

01 იანვარი 2020, 21:10 7837 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კვირიკესთან ავტოავარია მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით ადგილზე ერთი პირი გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავარიის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქ გვერდ “ლეღვაზე” გავრცელდა.

ავტორის ცნობით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ფოტოზე ჩანს გადაბრუნებული მიკროავტობუსი.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ შემთხვევაში მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში