18 წლამდე პირები ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას უცხოეთის კლინიკებში თანადაფინანსებით შეძლებენ 

03 იანვარი 2020, 11:03 2031 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად იწყება პროგრამა, რომლის დახმარებითაც 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვას თანადაფინანსებით უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში შეძლებენ.

პროგრამის ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს:
. ძვლის ტვინის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას - არაუმეტეს 100 000 ლარით
ძვლის ტვინის ალოგენურ ტრანსპლანტაციას - არაუმეტეს 180 000 ლარით
ძვლის ტვინის ჰაპლოიდენტურ ტრანსპლანტაციას - არაუმეტეს 210 000 ლარით.

სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. გასულ წელს აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია 6 პაციენტს დაუფინანსდა,  რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან 456 000 ლარი გამოიყო.

სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში 100 000 ლარამდე იზრდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში