გრიპის ვირუსის გამო N1 პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

03 იანვარი 2020, 20:06 2351 ნახვა

გრიპის ვირუსის გამო, ხვალ პოლიკლინიკები 10-დან 14:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათამდე იმუშავებენ. საჭიროების შემთხვევაში კი დაწესდება მორიგეობაც. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საოჯახო მედიცინის ცენტრი და პირველი პოლიკლინიკა პაციენტებს კვირასაც მოემსახურება. გადაწყვეტილება კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.  ცნობილია, რომ ბოლო დღეებში განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა. ექიმების დახმარება აჭარის მასშტაბით ასობით ადამიანს დასჭირდა, ავადობა ძირითადად ბავშვებში  ფიქსირდება და ამ ეტაპზე B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სახელმწიფო ჯანდაცვის უწყებების ცნობით, გასულ წელთან შედარებით მძიმე შემთხვევები შემცირებულია. სიმშვიდე კი ჯერ ადრეა, რადგან შესაძლოა ვირუსი თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში