შვიდპროცენტიანი ინფლაცია - სამომხმარებლო ფასები დეკემბერში

03 იანვარი 2020, 20:09 2355 ნახვა

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფლაცია გაიზარდა დეკემბერშიც. „საქსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ გასულ თვეში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხოლო ხორცი 15 %-ით გაძვირდა.

ფასები გაზრდილია სასმელებზე, ტრანსპორტსა და დასვენების ობიექტებზე. როგორც იცით ბოლო პერიოდში ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე პროცენტი გაზარდა. ამით კი 102 ათასზე მეტ ადამიანს სესხზე პროცენტი საგრძნობლად გაეზარდა. ეროვნულ ბანკში ინფლაციის მაჩვენებლების კლებას მარტიდან პროგნოზირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში