საფრანგეთში ლეგალურად დარჩენა მიგრაციის რეკორდული მაჩვენებლის გამო გართულებულია 

03 იანვარი 2020, 20:22 2620 ნახვა

ორი წლის წინ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, უვიზო რეჟიმის შესახებ, ღიად საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ დღემდე მთავარი გამოწვევა ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციაა.  საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია საფრანგეთში. საზღვრისკვეთისას მოქალაქეებს გამკაცრებული წესებით ამოწმებენ, მაგრამ პრობლემა, რომ მაინც სახეზეა ამის შესახებ „მთავართან“ საფრანგეთის ელჩმაც ისაუბრა.

დიეგო კოლასმა ყურადღება სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველებზე გაამახვილა. ამასთან, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებ უმუშევრობის გადაჭრის გზაზე, რაც ქართველების საქართველოს ნაცვლად, საზღვარგარეთ დასაქმებას ითვალისიწნებს. თქვა, რომ ცირკულარული მიგრაცია შეიძლება იყოს პრობლემა ან  გამოსავალი, გააჩნია როგორ იქნება ის ორგანიზებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში