გიორგი გამსახურდიას მადლობა ივანიშვილს და გახარიას

04 იანვარი 2020, 12:25 1380 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერილს გამოაქვეყნა გიორგი გამსახურდიამ. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და იმედის მომცემია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა.

წერილში გიორგი გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციას მადლობას უხდის. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში