''ვითარების დეესკალაციისთვის დიპლომატიის დროა'' - დავით ზალკალიანი

04 იანვარი 2020, 12:32 1122 ნახვა

ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში