ოპოზიციის ლიდერები დღეს მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბებიან

06 იანვარი 2020, 15:00 1407 ნახვა

ოპოზიციის ლიდერები  დღეს 5 საათზე "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა ე.წ. შავი სიაა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ჩამონათვალში იმ პირებს შეიყვანენ, რომლებიც საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. მათ შორის იქნებიან მოსამართლეები, სამართალდამცველები, პროკურორები და პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ოპოზიციას კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს სია 15 იანვრამდე გახდება ცნობილი. მათი განცხადებით, ე.წ. შავ სიაზე მსჯელობა გრძელდება და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სწორედ დღეს გაიმართება, რის შემდეგაც შესაძლოა, სიის კონკრეტული სახელები და გვარებიც გახდეს ცნობილი.

საუბარია დაზარალებულთა სიაზეც, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, პირველი სიის ფიგურანტებმა დააზარალეს. ოპოზიცია ამბობს, რომ სიას თან მტკიცებულებებს დაურთავს, შემდეგ კი სანქციებისთვის პარტნიორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს გადაუგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში