ამინდი, ბათუმი - ხვალ დღის ბოლოს გაწვიმდება, ზამთრის კურორტებზე კი მოთოვს 

07 იანვარი 2020, 13:55 3305 ნახვა

8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

9 იანვარს ბათუმში გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე, ზღვაზე ღელვა 3 ბალი. 

საქართველოს ზამთრის ყველა კურორტზე მოსალოდნელი თოვა, გოდერძის უღელტეხილზე კი შესაძლებელია ძლიერი. 9-11 იანვარს ითოვებს ხულოსა და შუახევშიც.

ფოტო: Wild horn

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში