მოძრაობა “შეცვალეს”აქცია შსს-თან

08 იანვარი 2020, 14:20 1357 ნახვა

მოძრაობამ „შეცვალემ“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. მონაწილეები ვარკეთილის სასაფლაოზე სპეცრაზმელის ცემის შედეგად მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნაა, საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯა.

„შეცვალეს“ წევრები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები ხელს აფარებენ მეორე სპეცრაზმელს, რომელიც ცემაში მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობასთან წითელი საღებავით ასფალტზე ხელის ანაბეჭდებიც დატოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში