ჯემალ გამახარია: “რაულ ხაჯიმბას თანამდებობის დატოვება მოუწევს”

10 იანვარი 2020, 14:00 1953 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.  

ჯემალ გამახარიას შეფასებით, ხაჯიმბას თანამდებობის დატოვება მოუწევს: მისი შეფასებით, ყველა, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზეა, რუსეთისმიერაა მართული. მისი თქმით, გუშინდელი მოვლენების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელები იყვნენ არა პოლიტიკური პარტიები და არამედ ერთი თვის წინ მოკლული კრიმინალების ნათესავები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში