შეწყვეტილი ხელშეკრულება - იკვეთება თუ არა რუსული კვალი?

10 იანვარი 2020, 18:27 2607 ნახვა

ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა არის რუსული პოლიტიკის თავიდან აცილება  - მმართველი გუნდის წევრის ამ განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ხელისუფლება უკვე აღარც მალავს, რომ რუსეთის ინტერესების მიხედვით მოქმედებს. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად  ჩააგდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი.

რომან კაკულია და უმრავლესობის სხვა წევრები ოპოზიციას კონტექსიდან ამოგლეჯილ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ პროექტის გაჩერების მიზეზი თავად კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა. ანაკლიის კონსორციუმი უფლებების დაცვას საერთაშორისო არბიტრაჟში გეგმავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში