საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

10 იანვარი 2020, 18:34 1589 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვლადიმერ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
 
"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავია კატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.
 
მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.
 
ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო.
 
გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში