სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი არ გადაიდება

10 იანვარი 2020, 20:10 2339 ნახვა

სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი არ გადაიდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს, ოთხშაბათს, 15 იანვარს განახლდება. ორშაბათს განახლდება სააღმზრდელო პროცესი საჯარო ბაღებშიც.  გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, არდადეგების გახანგრძლივების საფუძველს ვერც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ხედავენ. ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების გამო მიმართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი სამედიცინო დაწესებულებებში.

მოქალაქეებს ვაქცინაციისკენაც მოუწოდებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ვაქცინა დღეს ბათუმში, აფთიაქებში საერთოდ არ მოიპოვებოდა. დეფიციტი აშკარა იყო სეზონის დასაწყისშიც.  თითქმის ამოწურული აქვს ისკ-ჯგუფებისთვის განკუთვნილიო მარაგს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრსაც. სამთავრობო ცენტრალურ ჯანდაცვის უწყებაში კი არ იციან გრიპის ვირუსის მეორე ტალღას დაახვედრებენ თუ არა ვაქცინის ახალ მარაგს.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში