მაღალმთიან აჭარაში გრიპის ვირუსის შემთხვევები გაზრდილი არ არის

11 იანვარი 2020, 12:20 1013 ნახვა

გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსით,  მოქალაქეთა მიმართვიანობის ზრდა არ შეინიშნება ხულოს რაიონულ კლინიკაში.  ევექსის ხულოს ჰოსპიტალის მენეჯერის ინფორმაციით მოქალაქეები გრიპის სიმპტომებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა რაიმე კრიტიკული  დაავადება არ გამოვლენილა.

მისივე ინფორმაციით  კლინიკა საჭიროების შემთხვევაში  მომარაგებულია პრეპარატებით. ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას არც ერთი პაციენტი არ გადის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში