ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაბათილდა

11 იანვარი 2020, 18:10 1711 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი „ოპოზიციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვალერი ბგანბამ და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა კი „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგების გაუქმების შესახებ ე.წ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებ.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. ოკუპაციის შედგების გაგრძელებით აფასებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში