საპროტესტო აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

12 იანვარი 2020, 15:20 1335 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, გამოიყენონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

შეკრებილების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა დანაპირები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების განმარტებით, „ყველა სახელისუფლებო შტო რუსიფიცირებულია“. პროტესტის მონაწილეებმა აქციების ჩატარება იგივე მოთხოვნით საელჩოებთანაც დაანონსეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში