''არავის სჭირდება, ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“ -მეუფე ნიკოლოზი

12 იანვარი 2020, 17:58 1549 ნახვა

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქომ ერთხელ წინა შემდეგ კი ამჟამინდელ პრეზიდენტს მიმართა.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ არავის სჭირდება ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში