დეპუტატი ირანიდან ბრიტანეთის ელჩის გაძევებას ითხოვს

12 იანვარი 2020, 18:00 1413 ნახვა

ირანის მეჯლისის დეპუტატი ქვეყნიდან ბრიტანეთის ელჩის, რობ მაქეირის გაძევებას ითხოვს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. დეპუტატი ამის მიზეზად აქციაში ელჩის მონაწილეობას ასახელებს. „შემდეგ ელჩს ეცოდინება კანონები და იმედია, პატივს სცემს დიპლომატიურ კრიტერიუმებს“, – განაცხადა ალაედინ ბორუჯერდიმ.

ირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი, გუშინ თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, რამდენიმე საათით დააკავეს. თავად ელჩი აცხადებს, რომ ის აქციაში არ მონაწილეობდა. ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში