აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა

13 იანვარი 2020, 10:26 1256 ნახვა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადება დღეს ფორმალურად უნდა განიხილოს. მანამდე კი, შეასრულებს თუ არა „პრეზიდენტის“ მოვალეობას უცნობია.

მიმართვაში ხაჯიმბა მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ყველაფერი გააკეთა საზოგადოებაში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის შემდეგ, სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს 22 მარტს განმეორებით აირჩევენ.  

10 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი და ბათილად ცნო 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი.

გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 9 იანვარს, კი  სოხუმის ცენტრში დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეთა ერთი ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა და ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა. გადადგომისკენ მოუწოდა მას დე ფაქტო პარლამენტმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში