ხაზარაძე-წერეთლის საქმე

13 იანვარი 2020, 14:04 1358 ნახვა

„ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე, პროცესები  ფორსირებულად მიდის, და საქმის უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას”. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით,  „ლელო” აპირებს სასამართლოს მიმართოს ოფიციალური განცხადებით და რამდენიმე კითხვა დაუსვას.

კერძოდ მოსამართლე გიორგი არევაძეს, მის სამოსამართლეო პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ოდესმე, რომ მსგავსი ინტენსივობით ორ თვეში, ოცი სასამართლო პროცესი ჩაეტარებინოს? მეორე კითხვა კი ეხება სასამართლო სისტემას.

კოჟორიძის განცხადებით, მისი თქმით, ხაზარაძე ჯაფარიძის საქმის დაწყების მიზანი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ აქტივობის განეიტრალება იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში