პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გურიაში პროტესტით შეხვდნენ

13 იანვარი 2020, 20:15 1336 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტს გურიაში ოპოზიციის წევრები პროტესტით, ლობიოთი და პრასით დახვდნენ. ამბობენ, რომ პრეზიდენტთან ამ ფორმით გურიაში არსებულ სიღარიბეზე სურთ საუბარი. ამასთან აპროტესტებენ იმას რომ კალანდა, მათი თქმით პრეზიდენტის მოთხოვნით 6 საათით ადრე დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს იმყოფებოდა და „კალანდა 2020“-ს დაესწრო. ზურაბიშვილი გურიაში სამი დღის განმავლობაში აპირებს დარჩენას და გეგმავს შეხვედრებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში