გრიპის ვურუსის გავრცელების მიუხედავად, სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება

13 იანვარი 2020, 20:24 2106 ნახვა

გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ისე ჰოსპიტალიზაციის კუთხით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს. მისი განმარტებით, გრიპის სეზონი სავარაუდოდ მარტის ბოლომდე, ან აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც გრიპის პრევენციას და პროფილაქტიკას ემსახურება.ამასთან, ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ აქვთ ვაქცინის საკმარისი მარაგი. რისკ-ჯგუფებს მიღმა დარჩენილებმა კი წესით პრეპარატი უნდა იყიდონ, მაგრამ ფაქტია, რომ ვაქცინის დეფიციტია აფთიაქებში. ცნობისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ეტაპზე არ თვლიან მიზანშეწონილად, რომ გახანგრძლივდეს არდადეგები ან შეწყდეს სწავლის პროცესი. სკოლებსა და საბავშვო ბარებში სწავლა 15 იანვარს დაიწყება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში