სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

15 იანვარი 2020, 10:37 2932 ნახვა

საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დღეს, 15 იანვარს, განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

ცენტრი სასწავლო დაწესებულებს მიმართავს გაითვალისწინონ რეკომენდაციები, საკლასო ოთახები და დერეფნები სისტემატურად დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. ასევე მშობლებს მოუწოდებენ ვირუსის მატარებელი მოზარდი სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში არ გაუშვან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში