თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო შეემატა

15 იანვარი 2020, 12:42 1965 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 40 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 

ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი კურსის ფარგლებში სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადება გაიარეს. დღეიდან ახალწვეულები ცხრა თვის განმავლობაში ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში იმსახურებენ.

ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ პირადი შემადგენლობა მამა მიქაელმა დალოცა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში