სამართალდამცველების ჩადენილი დარღვევები, შრომის უსაფრთხოება-Human Rights Watch-ის ანგარიში

15 იანვარი 2020, 18:16 1419 ნახვა

ჰუმან რაითს ვოთჩის ანგარიშის 5 გვერდი საქართველოს ეთმობა. რომელშიც დიდი ადგილი 20 ივნისის მოვლენებს ეთმობა. საუბარია აქციის დაშლისას, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ანგარიშში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ საქართველოში პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. აღნიშნულია, რომ სუსტი რეგულაციები და შრომის პრაქტიკა ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატია უკან მიდის და ეს არ რჩება შეუმჩნეველი პარტნიორების მხრიდან. მმართველი გუნდი კი ანგარიშს არ ენდობა.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში