ვადაგასული პრეპარატების ფასი - სერგეენკო აუდიტის მიერ დადგენილ თანხას არ ეთანხმება

16 იანვარი 2020, 20:16 1346 ნახვა

С ჰეპატიტის ვადაგასული მედიკამენტების სკანდალი გრძელდება. ახლა უკვე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ერთმანეთის საპასუხო და საპირისპირო განცხადებების გაკეთება უხდებათ.  მედიკამენტების ღირებულება - 560,645,083 ლარი სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია ასახული - ასე უპასუხა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  დავით სერგეენკოს, რომელიც ვარაუდობს, რომ აუდიტმა ანგარიშში „ვიკიპედიაში“ ნანახი ფასები გამოიყენა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ვადაგასული წამლების თემას დღეს გამოეხმაურა.  აცხადებს, რომ პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა. მისივე განცხადებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეპარატებს ვადა გასდიოდა, ქვეყნის პარტნიორებიც ფლობდნენ. აღნიშნა, რომ საქართველომ მათ შესთავაზა პრეპარატების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა,  მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში