ზაქარია ქუცნაშვილს შანსი აქვს პარლამენტში დაბრუნდეს - გადაწყვეტილებას 20 იანვარს გააჟღერებს 

17 იანვარი 2020, 16:40 1529 ნახვა

ზაქარია ქუცნაშვილმა  პარლამენტის სადეპუტატო მანდატი, მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა, რომელიც ქვეყანაში ქუცნაშვილის ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

6 თვის შემდეგ,  ყოფილი პარლამენტარის ისევ დეპუტატად დაბრუნდება აქტუალური საკითხი გახდა, რადგან უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საკონომდებლო ორგანოს დატოვების შესახებ განაცხადა.  კანონმდებლობით კი, პარლამენტში მისი ადგილი სიის შემდეგმა წევრმა უნდა დაიკაოს.  „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ჩრდილელის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილია.

დაბრუნდება თუ არა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ამ საკითხთან დაკავშირებით  საკუთარ პოზიციას ორშაბათს დააფიქსირებს. გადაწყვეტილების შესახებ ქუცნაშვილი სწორედ 20 იანვარს განაცხადებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში