''ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ'' - გიორგი გახარია

17 იანვარი 2020, 20:19 1361 ნახვა

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ - ასეთია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პასუხი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე. კითხვა - ხომ არ შეიცვლება პრემიერიც და დაბრუნებების სერიის გაგრძელება, ხომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება.

გიორგი გახარიამ კი დღეს ფაქტი არც უარყო  და არც დაადასტურა.  ასე გამოუვიდა  მამუკა მდინარაძესაც, რომელმაც თქვა, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მუდმივი. ზოგადად კი „ქართულ ოცნებაში“ რადიკალურ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავენ. არადა წინასაარჩევნოდ და წარსულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ტაქტიკის ერთ-ერთი ნაწილია. ხელისუფლების ოპონენტებიც არჩევნების მოახლოვებას უკავშირებენ შესაძლო ცვლილებებს.

ამასთან ფინალური სერიის ნახვამდე ამბობენ, რომ მმართველ გუნდს არ აქვს გარანტია პოსტზე  ივანიშვილის დაბრუნება მათ რეიტინგზე დადებითად აისახება, თუ პირიქით. ცნობისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალება პრემიერ გახარიას შემცვლელად სხვადასხვა პირს განიხილავს - მათ შორის მოქმედ მინისტრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში