იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის დაპირისპირება - ხმაურიანი სხდომის დეტალები

21 იანვარი 2020, 18:14 1816 ნახვა

ციხეებში ე.წ. მაყურებლების დაბრუნება და საპყრობილეებში არაფორმალური მმართველობა - დღეს პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი სწორედ სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიში გახდა. მწვავე კამათი თეა წულუკიანსა და ნინო ლომჯარიას შორის რამდენიმე სააათი გაგრძელდა. იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, ასევე უთხრა რომ, ის არაჯეროვნად იცავს ადამიანის უფლებებს და არ არის ყველას ომბუდსმენი.

თეა წულუკიანი დაინტერესდა, რატომ არ იცავს ომბუდსმენი მაგალითად ბიძინა ივანიშვილს. მინისტრმა დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა, კონკრეტულად კი მათი დამოკიდებულება პატიმრებთან და ამის დამადასტურებლად ვიდეოებიც გაასაჯაროვა. ნინო ლომჯარიამ თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვლას პოლიტიკური პერფომანსი უწოდა. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს სახალხო დამცველის კრიტიკული განცხადება, თუ ანგარიში, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ის თვალს მაინც არ დახუჭავს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში