38-სართულიანი შენობა ძეგლის დაცვის ზონაში 

21 იანვარი 2020, 20:44 1580 ნახვა

ბათუმის რკინიგზის სადგურის მმართველ კომპანიას სადგურსა და ძეგლის სტატუსის მქონე მუსიკალურ ცენტრს შორის 8 და 38-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის აგება სურს. არადა, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით „ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის.. სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.“ ამიტომ ისტორიული ქალაქის დამცველები ამბობენ, რომ 3-სართულიანი მუსიკალური ცენტრი 38-სართულიან შენობასთან დომინანტი ვერ იქნება.

შპს "ბათუმის ცენტრალს" ე.წ.-მა ზონალურმა საბჭომ ერთხელ უკვე უარი უთხრა. ამის შემდეგ კი ბათუმის საკრებულომ ცენტრალს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება დაავალა.  იმ შემთხვევაში თუ გრგ-ს პროექტს ქალაქის თვითმმართველობა  დაამტკიცებს საკითხს ზონალური საბჭო ხელმეორედ განიხილავს. ცნობისთვის, ამ საბჭოს წევრი ზვიად ბურჭულაძე, ამ შენობების პროექტის ავტორია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში