სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები ტრანსპორტის გარეშე 

21 იანვარი 2020, 20:57 2008 ნახვა

მას შემდეგ რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მერიამ გამოსავალი პირდაპირ შესყიდვაში იპოვა. ქალაქის მთავრობამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა. კომპანიის მოძიებაში კი მშობლებიც ჩაერთნენ. მერიაში, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ საუბრობენ იმ ვარაუდებზე, რის გამოც კონკრეტულმა კომპანიებმა ტენდერის გზით ამ პასუხისმგებლობის აღება არ ისურვეს, ეს იმის მიუხედავად, რომ შეთავაზებული თანხა მომსახურების ადეკვატური იყო.

ტენდერების ჩავარდნის გამო პროგრამა 25 დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია. უფასო ტრანსპორტირებით მოსწავლეები მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც შერჩეულ პირთან ხელშეკრულება გაფორმდება. მან ერთი წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის 2 საჯარო სკოლის 14 მოსწავლე, სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე უნდა მიიყვანოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში