ეუთო/ოდირი საარჩევნო სისტემის საკითხზე დასკვნას გამოგზავნის

22 იანვარი 2020, 10:20 961 ნახვა

ეუთო/ოდირი საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის მიერ მომზადებულ წინადადებასთან დაკავშირებით დასკვნას „უახლოეს კვირებში“ გამოგზავნის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ეუთო/ოდირს სახალხო დამცველის ოფისმა გაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, წელს  საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა შეიცვლება მანდატების განაწილების წესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში