ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - შეშფოთებული ვართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებით

22 იანვარი 2020, 19:19 1351 ნახვა

ნიდერლანდები  შეშფოთებულია საქართველოს რეგიონებში -აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებითა და უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენებით, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სტეფ ბლოკის შეფასებით, უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში