კორონავირუსის გავრცელების რისკი - შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

23 იანვარი 2020, 18:20 1700 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ, თუმცა, არა საგანგაშოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყება ამ ეტაპზე აქცენტს საინფორმაციო კამპანიაზე აკეთებს. სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები. ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთის ხელისუფლება შეზღუდვებს ჰუანგანშიც აწესებს.ქალაქი ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იზოლირებულია. ქალაქებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. ასევე დაიხურება ქალაქში ყველა თეატრი, რესტორანი და კულტურის ცენტრი. ამ დრომდე, კორონავირუსს ზოოვირუსად მიიჩნევდნენ, თუმცა დადგინდა, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. კორონავირუსის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა აცრები ამ პათოგენის წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს. მკვლევარები კორონავირუსის გავრცელების წყაროდ გველებს ასახელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში