განცხადებები მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდამდე

23 იანვარი 2020, 20:22 1152 ნახვა

ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს - 9 თვეში მნიშვნელოვანი არჩევნებია დაგეგმილი, ამ კენჭისყრის მიმართ კი ინტერესი მხოლოდ საქართველოში არაა. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, დანაპირების ჩაგდების შემდეგ, ღიად ელოდებიან პროპორციული სისტემისკენ ნაბიჯის გადადგმას და „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისს, რაც მათივე პირობის შესრულებას გულისხმობს - მწვავე და ღია კრიტიკის ფონზე, მმართველი გუნდი უკან დახევას არ აპირებს.

თეა წულუკიანის შემდეგ ახლა უკვე ირაკლი კობახიძეც პირდაპირ ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მათ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ ოქტომბერში არჩევნები ძველი მოდელით ჩატარდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას რიტორიკას უწუნებს. საკუთარი რიტორიკა კი ასეთია - ან ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და მოუწევთ, გამოიგლოვონ...

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში