საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების დროს ლევან ხაბეიშვილი დაშავდა

24 იანვარი 2020, 14:37 1881 ნახვა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

კადრებში ჩანს, რომ საკრებულოს წევრს კოლეგამ თავში ხელი წამოარტყა. 

''მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა, ერთ ადამიანს რამდენიმე ქოცი დამესია. მე მინდა ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, ვინმეს თუ გონია, რომ ჩემი თვალი და შუბლი არის პრობლემა ძალიან ცდება. მე ჩემი ცხოვრება, ოჯახი, შვილები გადადებული მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ გონია, რომ მომერია ცდება. ერთი-ერთზე ვერ მერევიან, ათი კაცი კი'', - უთხრა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა. 

მას დაზიანებების თვალის მიდამოში აქვს. 

სიტუაციის განმუხტვას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ. 

 

ფოტო: tv პირველი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში