იუსტიციის სამინისტრომ ციხეში სახალხო დამცველის ვიზიტი გაასაჯაროვა - შეფასებები

24 იანვარი 2020, 20:05 1640 ნახვა

პრეცენდენტი საქართველოს ისტორიაში - სახალხო დამცველი დაცვას ითხოვს. ნინო ლომჯარია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში თეა წულუკიანს სდებს ბრალს და პროკურატურას მიმართავს საქმე გამოიძიოს. სახალხო დამცველი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებსაც. საქმე იმაშია, რომ ომბუდსმენმა ორი დღის წინ ციხეებში არსებულ ვითარებაზე ანგარიში გამოაქვეყნა - თეა წულუკიანმა კი ჯერ მას წარმომადგენლის კადრები გაუვრცელა, მისმა უწყებამ კი გუშინ პატიმრებთან შეხვედრის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია.

ამის გამო არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. პენიტენციური დაწესებულება კი რომელმაც უშუალოდ გაავრცელა ცნობები, დარწმუნებულია რომ კანონი არ დაურღვევია და მათ არც ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება ჰქონდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში