ანგარიშსწორება კრიტიკის გამო - თბილისის საკრებულოს დეპუტატს კოლეგებმა სცემეს

24 იანვარი 2020, 20:24 1343 ნახვა

თბილისის საკრებულოს დეპუტატს დღეს კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ კამერების წინ სცემეს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას რამდენიმე პირმა მიაყენა. მიუხედავად კადრებში ასახული ინცინდენტისა კონკრეტულ პირებთან მიმართებით პასუხისმგებლობა ჯერ არ დამდგარა - შსს-ს გამოძიება აქვს დაწყებული.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ არის თუ არა შესაძლო სიტყვიერი შეურაცხყოფის საპირწონე დეპუტატის ცემა - აცხადებენ, რომ ასეთი ვითარება არავის მოსწონს. ამასთან აკეთებენ ისეთ განცხადებებსაც რაც თავის მხრივ ძალადობის წამახალისებლადაც შეიძლება ჩაითვალოს - „ჩემი აზრით, ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. სამწუხაროდ, მიაღწია მიზანს“, — ამბობს ბექა დავითულიანი, მმართველი გუნდიდან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში