ბათუმში სათვალთვალო კამერების ნაწილი გამორთულია 

24 იანვარი 2020, 20:29 2192 ნახვა

გახშირებული ავარიებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად საგანგაშოდ იზრდება. გაზრდილია უსაფრთხოებისა და დარღვევების აღმოსაფხვრელად ღონისძიებებისადმი ყურადღებაც, მაგრამ აღმოჩნდა რომ სათვალთვალო კამერების ნაწილი ბათუმის შემთხვევაში დაზიანებულია. ინფორმაციას ბათუმის მერიაში ადასტურებენ.

კამერების შესყიდვა მერიის პრეროგატივაა, მის განკარგვაზე კი პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა- აქ კომენტარს არ აკეთებენ. საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ არის არაერთი შემთხვევა როდესაც ავარიებისას კონკრეტული დამნაშავე პირების იდენტიფიცირება სწორედ კამერების დაზიანების გამო ვერ ხერხდება. ინტერესების დამცველებიც აცხადებენ, რომ ხშირად ვერც კონკრეტული დარღვევის აღქმა ხერხდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში