მოუწესრიგებელი და დაზიანებული მოსაცდელები ქობულეთში

25 იანვარი 2020, 12:48 1496 ნახვა

მოუწესრიგებელი და დაზიანებული მოსაცდელები ქობულეთში. „მთავართან“ მოქალაქეები ყვებიან, რომ მოსაცდელები დიდი ხანია ზედამხედველობის გარეშეა.  დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული 33-მოსაცდელიდან, 14 დაზიანებულია.

ერთ-ერთი პირველ საჯარო სკოლასთან მდებარეობს. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით,  მოსაცდელებს რეაბილიტაცია ყოველწლიურად უტარდება, თუმცა ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და ამ ეტაპზე ზარალის დათვლა და აღწერა მიმდინარეობს. ახალი მოსაცდელების მოსაწყობად 2019 წელს ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 16 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში