კრიტიკა და გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას 

26 იანვარი 2020, 20:30 1299 ნახვა

დემოკრატია საქართველოში, პოლიტპატიმრები, ჩაგდებული პროპორციული საარჩევნო სისტემა და ოპონენტების დევნა - ეს საკითხები აშფოთებთ ევროპარლამენტარებსაც. მათი მწვავე კრიტიკის მოსმენა საქართველოს დელეგაციას ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუხდა.

ესმის თუ არა ხელისუფლებას მოკავშირეების კრიტიკა? მმართველ გუნდში თქვეს, რომ ევროპარლამენტარებს მცდარი ინფორმაცია აქვთ და ამის გასაქარწყლებლად დელეგაციას სათანადო  დრო არ დაეთმო. ხელისუფლებაში არც კონგრესმენების გაფრთხილება აღელვებთ, რადგან ამბობენ, რომ თითოეული კონგრესმენის მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას არ ნიშნავს.

ეს მოსაზრება მიუღებელია ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შენიშვნებზე სწორ რეაგირებას ითხოვს. კონგრესმენების კრიტიკა რომ სერიოზულია და მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ორპარტიულ გაფრთხილებას ნიშნავს - ამას საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერიც ეუბნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში