სპორტული ჟურნალისტი გოგი მურვანიძე 70 წლისაა

28 იანვარი 2020, 20:47 2675 ნახვა

სპორტული ჟურნალისტი გოგი მურვანიძე 70 წლისაა. მას 50 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში აქვს გატარებული. მუშაობდა  მხატრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე კი აშუქებს სპორტს. მას ახლაც რადიოში  საავტორო გადაცემა სპორტული თოკ-შოუ მიჰყავს.  

არის აჭარის და საქართველოს  დამსახურებული სპორტის მოღვაწე. ყოველწლიურად იმსახურებს წლის სპორტული ჟურნალისტის ჯილდოს. ამით გოგის ისტორია არ მთავრდება - იგი წლების განმავლობაში იყო სპორტული კომენტატორი. მატჩებს აშუქებდა  სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში