აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა

29 იანვარი 2020, 20:35 1528 ნახვა

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თბილისში დღეს ჩამოფრინდა. ინფორმაციას საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.“მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას'” – წერს საელჩო.

ცნობისთვის, შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავდა. იან კელის შემდეგ, მოვალეობას ელიზაბედ რუდი ასრულებდა. რაც შეეხება ახალ ელჩს - იგი კარიერული დიპლომატია, მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელად.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელი იყო  ნატოში, ანკარასა და სხვა ქვეყნებში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში