ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს უფლებამოსილება აღუდგინა

30 იანვარი 2020, 10:36 1314 ნახვა

99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა.

რეზოლუციის განხილვა სტრასბურგში მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა გადაწყვეტილება დაგმეს და რუსეთის აგრესიული ქმედებები გააკრიტიკეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში